logo
ENG



ლავროვი: ის [ზელენსკი] არ უსმენს დასავლეთის რჩევებს

15 ნოე 202215:06
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არ უსმენს დასავლეთის რჩევებს.

"G20-ის სამიტზე, ზელენსკის გამოსვლიდან, ერთი დასკვნა გამოვიტანე, ის არ უსმენს დასავლეთის რჩევებს. მე არ ჩამოვთვლი ყველაფერს, რაც მან თქვა, მაგრამ იყო მებრძოლი, რუსოფობიური, აგრესიული რიტორიკა", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და NATO დიდი ხანია უკრაინაში ომის ჰიბრიდული მონაწილეები არიან. მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ის არ ამბობს უარს მოლაპარაკებაზე, მაგრამ როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, სავარაუდოდ, უკრაინა უარს ამბობს, რომელმაც იურიდიულადაც კი დაადასტურა, რომ არ აწარმოებდა მოლაპარაკებას პუტინთან.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა